„სამედიცინო პერსონალის პრობლემაა, ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი პაციენტის მართვა“ – დევი ტაბიძე

​პანდემიიდან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობის კატასტროფულად ზრდის გამო, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის პრობლემა უკვე გაჩნდა. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ ჯანდაცვის ექსპერტი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე აცხადებს, მედპერსონალის პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მიუხედვად არსებული სირთულეებისა, არანორმალურ, კოლოსარულ შრომას ეწევიან ჩვენი კოლეგები. მაგრამ, ყველაფერს აქვს საზღვარი. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ძალიან მაღალია სამედიცინო პერსონალის დასნებოვნების მაჩვენებელი და ყველაზე რთული მომენტი არის ის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ  პერსონალის რაოდენობის პრობლემა გაგვიჩნდება. ეს პრობლემა დღესაც დგას, თუმცა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც ფიზიკურად, უკვე ისინი ვეღარ შეძლებენ ამდენი პაციენტის მართვას“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები