ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი – ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

ლევან ვასაძის პარტიის (ერთობა, რაობა, იმედი – ერი) მსგავსი სახელით, უზენაესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მირიან მირიანაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიტიკური პარტია „ერი“ დაარეგისტრირა.

ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს, როგორც მათ განუმარტეს ცესკოში, ვასაძეს ცესკოსთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის სახელს, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს.

პარტია „ერთობა, რაობა, იმედი – ერის“ დამფუძნებელი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც სავარაუდოდ, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის აღნიშნულის გამო, რუსეთში მკურნალობს.

მსგავსი თემები