დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება.
ოლიმპიადაზე სპორტსმენები 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, პარაოლიმპიადაზე კი – 22 სახეობაში.
ტოკიო დაახლოებით 11 000 სპორტსმენს მასპინძლობს.
ოლიმპიადა გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, „უსაფრთხო და დაცული” იქნება.