20 გარდაცვლილი, 2 460 ინფიცირებული – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

  •  

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 395 621 გახდა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 636 ადამიანი ემსხვერპლა.

“მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, ასევე დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა.

სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეამინაციაში.

ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს, არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც არის უფრო ხანგრძლივი,” – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მსგავსი თემები