პური 10 თეთრით გაძვირდა – მალხაზ დოლიძე „მედიცანტრ მთავარში“

„გაძვირდა მასიური ასორტიმენტი, რომელიც იყო სუბსიდირებული, კომპანიებმა, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, შეიტანეს კორექტირება ზოგიერთ ასორტიმენტზე,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე ამბობს, რომ მაღაზიების ფასებზე პასუხს არ აგებს:

„ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ მაღაზიები რას იზამენ არ ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ „ნიკორას“ ქსელში მოემატა 15 თეთრი, ფასის მომატება გამოიწვია ფქვილის ღირებულებამ, რადგან მწარმოებელი ჩაჯდეს ღირებულებაში.

სუბსიდირებამდე ფქვილის ღირებულება მეტიც იყო, ვიდრე ახლაა, ხორბლის ღირებულებამ მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულებს,“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცნტრ მთავარში.“

დოლიძე ფიქრობს, რომ პროგნოზი არასაიმედო არაა და ფასი შენარჩუნდება:

„ფოთში უკვე შემოვიდა ხელმისაწვდომი ფასით ხორბალი, მოსავალიც ნორმალური გვაქვს და არის საუბარი, რომ შესაძლოა დაიკლოს ფქვილის ღირებულებამ, შემოდის რუსეთიდანაც, დღეისათვის თავისუფალი ბაზარია, არის 57 – 58 ლარადაც ფქვილი,“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები