“მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით, რაც მოხდა 5 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

  •  

ლექსო ლაშქარაშვილის დაკრძალვის პარალელურად 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ განცხადებებს აკეთებენ სასულიერო პირები. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლის სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ, ინსტიტუცია პასუხისმგებლობას არ იღებს, სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუ რომელიმე მღვდელი ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა, მათ საყვედური გამოუცხადეს.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს და ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას.

“რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, ომი მინახავს და აი, ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. ამაზე უარესი ის იყო, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს,“ – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 

დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია (ჯაღმაიძე) ამბობს, რომ ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება და ის რაც მოხდა, არის სრულიად წარმოუდგენელი.

“ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით, ვაფრთხილებდით პრაიდის მონაწილეებს და სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ამას არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო. არავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და ვერ წარმოვიდგენდით, უბრალოდ რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. მე არ ვიცი, რით ავხსნა ეს უბრალოდ.

სასულიერო პირი დაბარებული იყო, მივა სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის თხოვნა,“ – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი თემები