ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი ომი აქვს

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, “ვოვანთან” და “ლექსუსთან” განაცხადა.

ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა და რამდენიმე კითხვა დასვა. რუსეთის თემას მოჰყვა საქართველოც, სადაც ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება.

“ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ.”

პრანკერი ასევე დაინტერესდა აქვს თუ არა კონტაქტები პავილიონისს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან და როგორ შეიძლება მათი გამოყენება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე,

“ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს. ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში და ა.შ.”

მსგავსი თემები