კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებით იმედგაცრუებულია

აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასტან დაკავშირებით მოისასალმებელია, თუმცა, იმედგაცრუებულია, რომ პარტია ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე შეფასებით, იმედის იტოვებს, რომ პარტია გადაწვეტილებას შეცვლის და შეთანხების დოკუემნტს შეუერთდება.

„იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. იმედი მაქვს,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა კელი დეგნანი.

მსგავსი თემები