8 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 28 ექიმის პროფესიული საქმიანობა განიხილა. 8 ექიმს კი საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

საბჭოზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმს პასუხისმგებლობის ზომად წერილობითი გაფრთხილება განუსაზღვრეს, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

„პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები