საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 654-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 354 პირს დაუდასტურდა, 821 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 მაისს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 357 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები