“პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია” – არჩილ თალაკვაძე

  •  

კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია და „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდია. ვიზიტი სწორ დროს და სწორი პრიორიტეტებით იყო დაგეგმილი, რისთვისაც პარლამენტის საგარეო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებით შეფასებას იმსახურებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ კახა კუჭავამ დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევანი იოსელიანი მიიწვია.

მსგავსი თემები