კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,81 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,81 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,58 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 160 პირს დაუდასტურდა, 1 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები