მამაკაცი, რომელმაც ეზოს ბავშვებს აუზი უყიდა, გარდაცვლილი იპოვეს

  •  

თბილისში, დიდ დიღომში, კოპრუსის ერთ-ერთი მცხოვრები დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ამ ზაფხულს უბნის ბავშვებს აუზი უყიდა და შიდა ეზოში დაუდგა, გუშინ, საკუთარ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დიმიტრი ტატიშვილის მეზობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საკუთარი ბინის კართან იპოვეს. მას დანით აქვს მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში.

თვითმხილველების ვერსიით, დიმიტრი ტატიშვილი ორი დღის გარდაცვლილია.

გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

მეზობლები დიმიტრი ტატიშვილს დადებითად ახასიათებენ.  4 შვილის მამაას ძალიან უყვარდა ბავშვები და ოჯახი.

დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, ცხელი ზაფხულის ერთ დღეს მან, თბილისში დარჩენილი ბავშვები გაახარა და ეზოში აუზი დაუდგა. აუზი ღამის საათებში ააწყო, რათა დილით მეზობელი ბავშვების რეაქცია და ბედნიერი სახეები დაენახა.
“მათი რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან”, – აცხადებდა დიმიტრი.

 

მსგავსი თემები