,,თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას  მშვიდობა გვექნება, თუ ზელენსკი მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. მისივე თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე, კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დადგება შეთანხმების დრო.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძალასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო მზად არის შემთხვევითი ესკალაციებისთვის მომავალში.

„ჩვენ ნატო-ში ვემზადებოდით მსგავსი სიტუაციებისთვის მრავალი წლის განმავლობაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ინციდენტები ან შემთხვევები ხდება, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ომი მიმდინარეობს, ეს არ გავიდეს კონტროლის ზონიდან. სწორედ ეს უზრუნველვყავით გუშინ თანაზომიერი რეაგირებით, მშვიდად და ამავდროულად მტკიცედ“, – აღნიშნა  სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები