კორონავირუსით 1 089 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 710 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  321 919-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე.

მსგავსი თემები