სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.

კირილენკოს ცნობით,  ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 10:30 საათზე ორი S-300 რაკეტით დაარტყეს.

მისივე თქმით,  დანგრეულია ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ასევე დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი.

მსგავსი თემები