ყველაზე „წითელი ზონა“ ისევ თბილისია, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდ დინამიკაშია. ინფიცირებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი გასამმაგებულია. ე.წ. წითელ ზონად ისევ დედაქალაქი რჩება.

ბოლო 24 საათის მონაცემები ამ ეტაპისთვის არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ბოლო სტატისტიკით, ერთ დღეში დაინფიცირდა  2 171 ადამიანი და გარდაიცვალა 24.

როგორც “ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კორონავირუსის პიკს მაისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.   

ყველაზე დიდი საფრთხე და რისკი, რასაც მედიკოსები შემთხვევებიც მზარდი რაოდენობის გამო ხედავენ, კლინიკების გადატვირთულობაა. კერძოდ, „კოვიდ საწოლების“ შევსება, სასუნთქი აპარატების გადატვირთვა და ასევე, მედპერსონალზე აქტიური დაწოლა.

შექმნილი მწვავე ვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოში არსებული რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ.

მსგავსი თემები