“კლინიკებში დღეს 4200-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 888 პირი იმყოფება” – თამარ გაბუნია

  •  

კლინიკებში საწოლფონდის მობილიზება დამატებით კიდევ მოხდება, დაახლოებით 6000 საწოლი გვინდა, რომ კვირის ბოლომდე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებში დღეს 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

„დღეს კლინიკებში 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 811 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 149 რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. დამატებით კიდევ მოხდება საწოლფონდის მობილიზება, დაახლოებით 6000 საწოლი გვინდა, რომ კვირის ბოლომდე იყოს მობილიზებული, რადგან კლინიკებში დატვირთულობა არ იყოს. ასევე კოვიდსასტუმროები მუშაობას აგრძელებენ. 888 პაციენტია კოვიდსასტუმროში, ხოლო თავისუფალი ადგილი 300-მდეა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები