“ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება” – თამარ გაბუნია 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თბილისში, 67 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება თუ არა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება.

„ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ“, – განაცხდა გაბუნიამ.

ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, 67 წლის კაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები