მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

“2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,”- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები