ზუგდიდში მამა-შვილი, სავარაუდოდ პოლიციელებმა დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცს, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდა.

დაჭრილი ქუთაისშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი თემები