„პატარძლის არ იყოს, მეც არ ამცდა… “ – შალვა ნათელაშვილი ვირუსზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

სოციალურ ქსელში ნათელაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და ამჟამად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნება.

შალვა ნათელაშვილი FB ლაივ ჩართვაში კორონავირუსის შესახებ ხუმრობს კიდეც.

„უჩვეულო ამპლუაში ვარ, 40 წელი არ ვუნახივარ ოჯახში არავის მუდმივ რეჟიმში, ჩემები მადლობას უხდიან კოვიდს, პატარძლის არ იყოს არ ამცდა, გავიტანე თავი მიტინგებზე, მაგრამ მაინც შემხვდა,“ – ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი თემები