ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ბოძები დაამონტაჟეს

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ – ამჯერად მათ ბოძები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან დაამონტაჟეს. ბოძები ყვითლადაა შეღებილი და 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე განთავსებული.

ადგილობრივებმა ჯერ არ იციან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ რა ფართობის ოკუპაცია მოხდება ამჯერად, თუმცა ამბობენ, რომ შიშის გამო მიწის ეს ფართობები ისედაც დაუმუშავებელი რჩება და ყურადღებას ითხოვენ.

მსგავსი თემები