„პოლიტპატიმრების“ ამნისტიით გათავისუფლება – რა წერია მედიატორების დოკუმენტში?!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მომზადებული ე.წ. მორიგების დოკუმენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ხელმოსაწერად ევროკავშირის ოფისში გადასცეს. დოკუმენტში გაჩნდა ე.წ. პოლიტპატიმრებისა და მათი გათავისუფლების საკითხიც.  

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, – ვკითხულობთ ახალ პაკეტში, რომელიც უკვე მხარეების ხელში.

შეგახსენებთ, რომ  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დღეს განახლდა და მათ ხელმოსაწერად ახალი დოკუმენტი გადასცეს. მხარეებმა მის გასაცნობად დრო ითხოვეს. ოპოზიცია მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს.  

მსგავსი თემები