სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გაითვალისწინა და 63 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ, გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა, პატიმრობა მიუსაჯა ყველაზე პატარა ასაკის, ვისზეც დაკავებულმა იძალადა 7 წლის ბავშვია.
მოძალადე მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა და გარყვნილ ქმედებას საკუთარ ავტოფარეხში ახორციელებდა.
შეგახსენებთ, რომ მისი დაკავება დღეს მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ.
ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.
სასჯელი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.