თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცადებით, „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია დასრულდა. მისივე განცხადებით, ხუთივე მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული მორიგი თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა.

მსგავსი თემები