ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან არ ჰქონია კონტაქტი, შესაბამისად, სხვების ინფიცირება შეუძლებელია.

„პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური PCR ტესტირებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები