შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს

  •  

შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს. ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გაგზავნის შესახებ მსჯელობს. საქართველოს ელჩი უკრაინიდან საკონსულტაციოდ, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოიწვიეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდეს, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ თავისი ინტერესები უკრაინასთან ერთად უნდა დაიცვას.

“ნაციონალურ მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის, რომ უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვყავს, მძიმე პოლიტიკური შეცდომაა. მან გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მესიჯები განსხვავებული იყო “ქართული ოცნებისგან” და მისივე აზრით, პრეზიდენტიც ხვდება, რომ – “ქართული ოცნება” პოლიტიკურ დაისს მიუახლოვდა”.

მსგავსი თემები