საკუთარი ძაღლის წამებისთვის 37 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც შს სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი გამოვლინდა, დაკავებული პირი კი ადრეც ნასამართლევია.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“ – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

მსგავსი თემები