“ბატონებო და ქალბატონებო! გაფრთხილდით – აცრა არ ნიშნავს, რომ იმ დღიდან დაცულები ხართ“

„ბატონებო და ქალბატონებო! გაფრთხილდით“ – ასე იწყებს მიმართვას ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულების გამომუშავებაზე საუბრობს.

„აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან! აცრით იწყება თქვენი ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება (წარმოქმნა). ეს პროცესი დროს მოითხოვს და ამასთან დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე. არის სამწუხაროდ ალბათობაც, რომ საერთოდ არ გამომუშავდეს ანტისხეული. სწორედ ესაა ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი. ასე რომ, აცრის შემდეგაც დაიცავით თავი და არ იქნება ურიგო, თუ 3-კვირის შემდეგ გაისინჯავთ, წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები“ – აცხადებს გადელია.

მსგავსი თემები