მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.