საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 268 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 947 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 364, პისიარტესტით – 11 583.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93%, ბოლო 14 დღის – 1,74%, ბოლო 7 დღის – 1,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ  281 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 167 გამოჯანმრთელდა, 3 778 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 674 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 261 პირი.

ამასთან, 30 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი.

მსგავსი თემები