„თავისუფლების ფასი არაფერია“ – რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს

  •  

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი თავისუფალია. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ის ბოლომდე მაშინ გათავისუფლდება, როცა კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან და მისი და – მაია რჩეულიშვილიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

„მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა, იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები“ – განუცხადა რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ელოდება, რო მაია რჩეულიშვილთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

„ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს, რა ქონებაც არსებობს. შესაბამისად, გადაეცემათ ფული, ასევე კომპანიიდან და მერიის დახმარებით. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ მშენებლობას. მაია არის ის ადამიანი, ვის გარეშეც შეუძლებელია ეს საქმე დასრულდეს. ამიტომ, მისი აქ ყოფნა 5 წელი იყო მხოლოდ მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მისი სათქმელი არის ის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მისცენ საშუალება, ჩაერთოს პროცესში და და დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა კერვალიშვილმა.

მსგავსი თემები