ეჭვი არსებობს, რომ დამეწყრილი ბლოკის მიმდებარე ფერდობიც გადაადგილდება – ვითარება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა. როგრც მან განმარტა, პროცესები იმდენად ნელა არ მიდის, რომ დამშვიდების საშუალება გვქონდეს.    

„პირველი, რაც ვიცით, არის ის, რომ ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი დანარჩენი ფერდისგან, დიმანიკაშია, გადაადგილდება და გადაადგილების სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს. მეწყრის სისქე არის 16-20 მეტრი. რა მდგომარეობაშია დანარჩენი ნაპრალს მიღმა ზონა, ამ ეტაპზე კონკრეტული დასკვნა შეუძლებელია, თუმცა, ეჭვი გვაქვს, რომ  ის ფერდიც გადაადგილდება, საუბარია, მიმდებარე ფერდზე, სამეზობლო ტერიტორიაზე, სადაც  მიმდინარეობს გაზომვები“ – განაცხადა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, გადაადგილების სიჩქარე დაახლოებით 5 სანტიმეტრია.

„შეიძლება გამოწვევა იყოს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბლოკის გამკლავება, არამედ, დანარჩენი ფერდის სტაბილიზაცია. თუ მიმდებარე  ფერდიც გადაადგილდება, ბევრად უფრო ნელი პროცესი იქნება, ვიდრე არ ბლოკის გადაადგილება. გადაადგილების ფარდობითი სიჩქარე არის 5 სმ“ – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ მერიის მოწვევით, პროცესში გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთვნენ რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ.   

მსგავსი თემები