“გვაქვს დიდი იმედი, რომ შევთანხმდებით” – ირაკლი კობახიძე

  •  

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კონსულტაციები ისევ გაგრძელდება. 

“ორმხრივი შეხვედრა დაინიშნა და გაიმართა ეს შეხვედრა. გაგრძელდება ალბათ კონსულტაციები. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო შეხვედრა, ერთობლივი შეხვედრა შედგება, ვნახოთ. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით და შევთანხმდებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული. 

კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო საუარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული დეტალები განვიხილეთ,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მსგავსი თემები