„ყველაზე მთავარი ვაქცინაციისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად არიან ექიმები“ – რატომ ამბობენ მედიკოსები აცრაზე უარს – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„668 არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორისთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ მედიკოსები უარს აცრაზე, ის კოლეგებს მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს:

„მოლოდინი, რაც გვქონდა რეალური მოლოდინი იყო და მივიღეთ ვაქცინა, თუმცა თუ გადავხედავთ ი გამოხმაურებებს, რაცაა ტელევიზიებში და სოციალურ სივრცეში უფრო მეტი სკეპტიციზმია, რაც უნდა იყოს.

668 არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ძირითადი აქცენტი მსოფლიოში 3 მილიარდზე მეტი ვაქცინა უნდა უზრუნველყოს “ასრტა ზენეკას” ვაქცინამ, ძირითადი ღერძი გადის “ასტრა ზენეკაზე”.

ჩვენს კლინიკაში გუშინ გვქონდა 45% დღეს გვაქვს 100% – იანი აცრის მაჩვენებელი, რაც ცოტა ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს.

ყველაზე მთავარი პოზიტიური განწყობის შექმნისთვის არის ექიმების პოზიცია, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც ექიმებს ეტყვის, რომ გაიკეთოს ვაქცინა, როცა ექიმი ამბობს, რომ მან არ იცის რა ვაქცინაა, მან უნდა დათმოს ამას 10 წუთი და წაიკითხოს,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები