ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო

ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაჭრის გზები იქნება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ევროპულმა საბჭომ, კოვიდრეგულაციების გამო, შენობაში მედიის გადაადგილება შეზღუდა. აქედან გამომდინარე, მედია ინფორმაციისთვის მთავრობის წარმომადგენლებისა და უშუალოდ, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს დაელოდება. 

მსგავსი თემები