„ვაქცინაცია მოხდება ქვეყნის 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველა რაიონში“ – თენგიზ ცერცვაძე

  •  

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო გეგმა დიდი ხანია მომზადებული და გაწერილია დეტალურად ყველაფერი. ყველა სცენარი არსებობს, რომელი ვაქცინა შემოვა და როდის და როგორ უნდა მოვიქცეთ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა.

„ჯერჯერობით ამ „პარტიაზე“ შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი. ეს არის ძირითადად კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკაც. ასევე, უკვე მიტანილია 29 რეგიონალურ ცენტრსა და შედარებით დიდ ქალაქებში და ხვალიდან აცრა დაიწყება არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის კიდევ 19 რეგიონულ ცენტრში.

ამის შემდეგ კი კიდევ მოხდება გადანაწილება ვაქცინის დოზების და  ორი დღის შემდეგ ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, თბილისში, რათა მოსახლეობას არ ექნეს სამგზავრო და სასიარულო რეგიონალურ ცენტრებში.  გადაწყვეტილია,  რომ ვაქცინაცია მოხდება ქვეყნის 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველა რაიონში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები