„ზღვარს გადასული ქმედება, ეს არის შეჭრა რელიგიური შინაარსის ღონისძიებაში, მისი ჩაშლის მცდელობით“ – დეკანოზი

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა და მომხდარს საშიში, ზღვარს გადასული ქმედება და ეკლესიაზე შეტევა უწოდა.

„მსგავსი რამ, ნებისმიერი სხვა კონფენსიის შემთხვევაში რომ მომხდარიყო,  ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ძალიან მძაფრ განცხადებებს გააკეთებდნენ. აი, ჩვენთან კი მოხდა ასეთი რამე… იყო მობილიზებული სპეციალურად ხალხი, აშკარად აქ იყო სხვა განზრახვა და ეს იყო შეჭრა და ეს კადრებშიც ჩანს. პირველი იქ შეიჭრა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაუპატიჟებლად. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ გვახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ჟურნალისტმა ფაქტობრივად ჩაშალა წირვის პროცესი და მრავალი ეპისკოპოსის თანდასწრებით მოხდა ეს. ეს არის ბრძოლა, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა, რასაც ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ეპარქიაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

მსგავსი თემები