„ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე გამოჩდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა. ის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ვაქცინაციისთვის, რომ ვაქცინა გამოუყენებელი არ დარჩეს.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი „პარტია“ შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის მოსახლეობის იმ რაოდენობას, 60%-ს, რაც თავიდან იგეგმებოდა. არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინების შემოტანაზე და იქნება ეტაპობრივად და მუდმივად“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.

ინფექციონისტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა, რომ ვაქცინა გამოუყენებელი არ დარჩეს.

„ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული, ასეთი რამ დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანა, სადაც ვაქცინა დასაწყობებულია და ხარჯვა არის ძალიან დაბალი. ეს არ უნდა დავუშვათ და მთელი მობილიზაცია ახლა ჩვენი, სამედიცინო პერსონალის, ჟურნალისტების უნდა წარიმართოს ამ მიმართულებით.  არსებობენ არაკეთილისმსურველებიც, არსებობენ ანტივაქსერებიც, რომლებსაც რწმენა აქვთ, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ, გამოჩნდნენ ისეთებიც, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა და „ასტრაზენეკათი“ აცრაზე ისინი წინააღმდეგები არიან და ელოდებიან „ფაიზერს“ – ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ“ – განაცხადა ცერცვაძემ.  

მსგავსი თემები