„ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე“ – ირაკლი ღარიბაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე   

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნდი მზაობას აცხადებს იყოს შედეგზე ორიენტირებული მხარე მოლაპარაკების პროცესში. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას – ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.

სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ  ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შვედი დიპლომატი დღესვე გააკეთებს განცხადბას მედიასთან. შემდეგ კი ოპოზიციას და სამოალაქო სექტორს შეხვდება.

მსგავსი თემები