„ჩანაწერები ფაბრიკაციაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც თავად, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, პირველი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა.   

„კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან“ – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი  აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას. მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება. რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ თავად ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ფაბრიკაცია ჩვეულებრივი“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან.   

მსგავსი თემები