„რასაც ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“ – მაია ცქიტიშვილი

„რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა განმარტა, რომ დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა- დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან ხეები გადაშენებას გადაარჩინა, ცქიტიშვილმა უპასუხა:

„რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“.

მსგავსი თემები