კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 0,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,9.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

მსგავსი თემები