პარლამენტთან კარვები გაიშალა

  •  

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან შვიდზე კარავია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დაამატონ.

კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა, სამართალდამცავები კარავს გზის სავალ ნაწილთან ახლოს არ ადგმევინებდნენ აქტივისტებს.

მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

მსგავსი თემები