ოპოზიცია 25 თებერვალს და 31 მარტს მსვლელობას გამართავს

ნიკა მელიას საქმე ერთ-ერთი მთავარი იყო შეხვედრაზე, რომელსაც დღესაც “ლეიბორისტებმა” უმასპინძლეს.

დახურულ ფორმატში ოპოზიცია განიხილავდა გზებს, როგორ იბრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ და რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ციხეში წავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, მშვიდობიან მსვლელობა-მანიფესტაციას გეგმავს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, ეს არის დღე, როდესაც 100 წლის წინ მოახერხეს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, ამ ყველაფრის გაპროტესტება მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით მოვაწყოთ. საქართველოში კვლავ იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ,”- აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

მსგავსი თემები