კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 507-ია. სულ  ჩატარდა 24 359 ტესტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 639 ადამიანია.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 908 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.0%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 256 684-მდე’ – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები