გერმანიის ფედერალური მთავრობა განვითარებადი ქვეყნებისთვის, „კოვიდ ვაქცინების“ შესაძენად 620 მილიონ ევროს გამოყოფას გეგმავს.
თანხა იმ ვაქცინების შესაძენად დაიხარჯება, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის განვითარებად ქვეყნებს გადაეცემა. ასევე, ქვეყნის ბიუჯეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა, კორონავირუსის დიაგნოსტიკისა და ჯანდაცვის სფეროს განმტკიცებასთან დაკავშირებული კვლევებსაც დააფინანსებს.