,,უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება”- არესტოვიჩი

უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ომზე უფრო რთული და მეტი საფრთხის შემცველი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

როგორც არესტოვიჩმა  უკრაინელ ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა, სრულიად გაუგებარია, როგორ დასრულდება ომი და როგორი იქნება დასავლეთისგან საკომპენსაციო მექანიზმები.

„12 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, ჩათვალეთ ლტოლვილად, დანგრეული ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, სახლები, დიდი საგარეო ვალი, სტრუქტურა დემოგრაფიულად შეცვლილია, ერთ დასაქმებულზე სამი პენსიონერი და ბავშვი მოვა, სოციალური დატვირთვა უზარმაზარია. სრულიად გაუგებარია, როგორ დასრულდება ომი და როგორი იქნება დასავლეთისგან საკომპენსაციო მექანიზმები, ზრდის წერტილის თვლა და ნამდვილად თუ დაგვეხმარებიან, როგორი გარანტიები ექნება იმ სტრატეგიულ ინვესტიციებს,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები