„10 000-მდე კვების ობიექტიდან მხოლოდ 10% ფუნქციონირებს, ბიზნესი თანამშრომლებს დაითხოვს, ის ლიკვიდურია“ – რესტორატორთა ასოციაცია

  •  

„რესტორნები ავტომატურად  დაიხურება, დიდი უმრავლესობა კი უკვე დახურულია“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ გააკეთა მისი თქმით, ათასობით კვების ობიექტიდან მხოლოდ 10-% ფუნქციონირებს და ისინიც ყოფნა-არყოფნის წინაშე დგანან.

„როდესაც პერსპექტივაში არ არის გახსნა, ბიზნესი თანამშრომლებს დაითხოვს და ეტყვის, რომ მას მეტის გადახდა არ შეუძლია. ეს არის ერთი პრობლემა; მეორე – როდესაც, საქართველოში არსებული რესტორნების 95% იჯარითაა აღებული, ეს იჯარა, პანდემიიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში არის შეღავათით, რიგ შემთხვევებში კი შეღავათის გარეშე. ის რესტორნები, რომლებიც შეღავათის გარეშე ფუნქციონირებდნენ, უკვე გამოუშვეს ფართიდან. ვინც შეღავათითაა, მოიჯარე ამ შეღავათს მეტს ვეღარ აგრძელებს, გამოუშვებს ფარიდან და ეტყვის რომ შემოიყვანს სხვას, ვისაც შესაძლებელია კონკრეტული თანხის გადახდა. ეს იქნება სასურსათო მაღაზია, აფთიაქი თუ სხვა“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, თუ ჩაკეტილობა გაგრძელდა, დარჩენილი რესტორნებიც ავტომატურად დაიხურება.

„რაც დღეს ფუნქციონირებს, ისინიც დაიკეტება. შესაბამისად, შექმნილი მდგმარეობა ნიშნავს, რომ რესტორნები ავტომატურად  დაიხურება. დიდი უმრავლესობა კი უკვე დახურულია. ამას ჰქვია ბიზნესის ლიკვიდურობა. 10 000-მდე კვების ობიექტიდან დღეს მხოლოდ 10% ფუნქციონირებს“ – აღნიშნა მან „მედიაცენტრ მთავართან“.     

მსგავსი თემები